კომპანია AMG Georgia 2008 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. საქმიანობის ძირითადი მიმართულება ჰიგიენა, მომსახურების სფერო და დასუფთავებაა.
AMG Georgia პირველი კომპანიაა, რომელმაც მომხმარებელს უნიტაზის ინოვაციური ჰიგიენური საფარი შესთავაზა. ეს სერვისი 2008 წელს პირველად დაინერგა საქართველოში და საკმაოდ მოთხოვნადიც გახდა. საფარი მოსახერხებელია როგორც კერძო, ასევე საერთო მოხმარების საპირფარეშოებში: საავადმყოფოებში, გამაჯანსაღებელ კლუბებში, სახელმწიფო სტრუქტურებში, სკოლებში, სასტუმროებსა თუ რესტორნებში.
კომპანიის ძირითადი მიზანია, გახდეს ბაზრის ლიდერი, სწორედ ამიტომ AMG Georgia-მ ახალი სერვისები დაამატა: უმაღლესი ხარისხის ინტერიერის დასუფთავება, აგრეთვე ნებისმიერი სირთულისა და სპეციფიკის როგორც ელექტროგაყვანილობის (Mr. Electric), ასევე სანტექნიკის (Mr. Plumber) მონტაჟი/შეკეთება. AMG Georgia აგრეთვე გთავაზობთ სარემონტო სამუშაოების შესრულებას. |